"ჯუნგლის კანონი"


მიდი ძმობილო, გააკეთე ის რაც გწადია,
აქ არ არსებობს სიტყვა "კმარა", სიტყვა "გეყოფა",
ეს ადგილია, სადაც ალბათ არვინ არ იცის,
ვის უნდა ენდო ან შენ თვითონ ვინღა გენდობა...

ვცხოვრობთ მარტივად, ძველებურად მივდევთ დინებას,
ვცხოვრობთ უმიზნოდ, არსაიდან არ ჩანს საშველი,
როცა დღე არის ამ ქალაქში მაინც ბინდია,
გუშინ დავლანდე გვიან ღამით ვიღაც გამვლელი

გააჩერეს და მოუნდომეს "ფულის დაწერა",
დღეს ამ ამბავში გასაკვირი არაფერია,
ჩვენ რას ვუშველით, ჩვენ უბრალოდ ვცხოვრობთ ადგილას,
სადაც არ არის საზღვარი და პერიფერია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი