დიახ, განვიცდი
სიცივე, სევდა, შიმშილი და შიში სიკვდილის, ქვეყანას, ქალაქს, ამ ქუჩასაც დაღად ეტყობა, რაც იყო წმინდა, ყველაფერმა ფერი იცვალა, სულის ჭრილობად გადაიქცა უიმედობა... ერთფეროვნება მოსაწყენი, აუტანელი, გადაგდებული ოცნებები სავსე ურნაში, აქ ერთადერთი, რაც მუდმუვად, სწრაფად იზრდება, ნისიებია, ქუჩის ბოლოს უბნის "ბუტკაში"... უპერსპექტივო - მომავალი ჩვენი თაობა, ეკლესიებში ურწმუნოთთვის რეკენ ზარები, ცოდვებს უმალავ მეგობარსაც, დედას, მამაოს, თუმც, ღმერთს რას უზავ, რა კუთხეში დაემალები... ზღვარს გადასული, შეუცვლელი ამაოება, დედა აფრთხილებს შვილს ძილის წინ, "კარი დარაზე", სავსე მთვარეა, სიზმრებია დღესაც შავ-თეთრი, დიახ, განვიცდი, დიახ, ვწუხვარ, და ვწერ ამაზე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი