აბა რა გითხრა ..
აბა რა გითხრა... ნოემბერი დაიწყო ჩემთან, ალბათ შენთანაც, დღეს არაფერს ახალს არ ვამბობ, როცა ფიქრები მესევიან, კვლავ ძველებურად, უტყვი საუბრით ჩემს საკუთარ თავთან ვკამათობ. ვკამათობთ ასე საათობით, ხშირად თვეობით, ყველა სურვილს და მოგონებას ვაბნევთ კარტებად... დღესაც ისეთი დღე გათენდა, როგორიც გუშინ, დღესაც ისევე დაღამდება - როგორც ღამდება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი