ё
ღამეა, უთავბოლოდ უსაშველო... დამღალეს, დამღალეს ფიქრებმა... მე ვცდილობ ჩემ თავთან მივიდე თუმც, მანძილი უწყვეტად იზრდება... მთვარე - უძილო და ნამთვრალევი, ვარსკვლავებს ითვლის და მშვიდდება... მე კი ნაძვის ხეს - საახალწლოს ვრთავ რა... თავისით ირთვება... ქუჩაში მარტოსულს ხეტილი, მკითხავ... რატომ არ მწყინდება, კითხვას გიტოვებ უპასუხოდ, ვიცი, მაინც არ გჭირდება... ზამთარს ფიქრად მოაქვს ფანტელები, სიზმრიდან - სიზმრამდე... ბინდდება, კვლავ ვცდილობ ჩემ თავთან მივიდე თუმც, მანძილი უწყვეტად იზრდება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი