წვიმამ...


წვიმამ გატეხა ღამის სიმშვიდე
და ირგვლივ უფრო ჩამოწვა ბინდი,
ამ ქუჩის ბოლოს  ერთი გოგონა 
დგას და იებს და გვირილებს ყიდის...

ყიდის და მისი თვალები - მწვანე,
ამინდს მიაგავს წყნარს, თუმც ქარიანს,
მოხუცი კაცი გვირილებს ართმევს
და ლარის ნაცვლად, ორას ლარიანს

აწვდის და შემდეგ გოგონას სახე, 
როგორ ცდილობდა რაიმის თქმას და
წამით იქ გაქრა სულ ყველა გრძნობა 
სიყვარულის და სიკეთის გარდა...

წვიმამ გატეხა ღამის სიმშვიდე
და ირგვლივ უფრო ჩამოწვა ბინდი,
ამ ქუჩის ბოლოს  ერთი გოგონა 
დგას და უბრალოდ სიყვარულს ყიდის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი