ქალაქი X


ცოტაა ძალიან ჰაერი, აქ უკვე
სუნთქვაც ჭირს,
ცხოვრების ხალისი ქალაქმა თოვლივით შეიშრო,
გგონია გძინავს და გასასვლელს სიზმრიდან დაეძებ,
შენივე ყვირილი გაფხიზლებს და უმალ ხვდები, რომ

გრძნობების შიმშილის, შიშის და სიცრუის კასკადი
როგორც კი გგონია დამთავრდა,
იწყება თავიდან...
ღამეა, წყვდიადი ალაგებს წასასვლელ ჩემოდნებს,
მე მესმის თქვენი და უბრალოდ გაგება არ მინდა...

ჰაერი კლებულობს უწყვეტად,
სუნთქვა კი რთულდება...
გტკივა და არ ესმით,
ესმით და საწამლავს გაწვდიან...
იცი, რომ დასრულდი და ბოლო მოგიღო ქალაქმა,
ქალაქმა, რომელშიც ჩრდილებიც მარტონი დადიან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი