ასე რომ...


რამდენს ვერ ვგუობ ცხოვრებაში, რა საჭიროა
ყველას გაგება ან მოსმენა, ადრეც ვამბობდი...
სანამ დღეები ხვალინდელი მოსვლას დაგეგმავს,
ისმის "შოპენის/ბეთჰოვენის ბოლო აკორდი'''

და ახლა, როცა ქარი სახლის კიდეს ეხება
და როცა წვიმა ფრთხილად ცდილობს შიგნით შემოდნეს,
ეს იმედები, არსაიდან გამონაჩენი
დგანან და ჩემზე ალაგებენ სავსე ჩემოდნებს...

ღამე ჩამოწვა, სიბნელეში ფიქრად წვიმს მშვიდად...
ღია სარკმელზე მოგონება მძიმედ კიდია,
ჩემზე ამბობენ, რომ იცოდეთ, რამდენს ამბობენ,
მაგრამ მკიდია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი