ეს გაზაფხული


გარეთ ხეს ფოთლები ყრმად ექცა. 
მე ყველგან "დარჩი სახლში" ჩამესმის.  ეს ვაზნებითა და დაცლილი მასრებით აშენებული კედლებია. არ მინდა კედლებს შევეხო,  რომ არ დავიკოდო. 
გარეთ ფოთლებმა არ იციან რა მანძილია მიწამდე,  თორემ ეგებ არც გამოსულიყვნენ - ჩაიკეტებოდნენ ჩემსავით ხის ქერქში და ხეების დახმობამდე დარჩებოდნენ.  
სარკმლიდან ვუყურებ მწვანე ხეებს.  ჩემთან სიშავთეთრეა; კარებს ისე ვრაზავ ღმერთიც ვერ შემოეტევა.  ფანჯარას არ ვაღებ,  ვიცი,  რომ გარეთ სუფთა ჰაერია,  შიგნით სიჩუმე.  ისე თბილად აცივდა,  არ დაერქმის ამას გაზაფხული.  აპრილით ვხვდები,  რომ დაახლოებით,  გაზაფხული უნდა იყოს. 
მზეც გამომზეურდა. 
ახლა რომ მზეზე გავიდე დიდი სიამოვნებით ჩამოვჯდებოდი ჩემს ჩრდილში.  ავეფარებოდი ჩემს ჩრდილს და დაველოდებოდი ფოთლების მოხუცებულობას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი