მ-შვიდი ბრუნვა


ზღვა ჯერ ნაზი მიმოხრით ირწეოდა და სანაპიროზე მისული ქალიც ბაძავდა ზღვას. 
ზღვა-მ მერე რაღაც გაიხსენა და აგრიალდა,  აზვირთდა და აიჯაგრა ტალღები; ქალმაც გაიხსენა რაღაცა და ზღვასავით ანერვიულდა. 
ზღვა-ს არ შეეძლო ქალის დამშვიდება - პირიქით,  ფეხები გაიგრილე შემოდიო - მაცდურად ეპატიჟებოდა და ტალღებს ისე აიწევდა,  როგორც ეს ქალი კაბას.   
ზღვ-ის კიდეს გაჰყურებდა ქალი ჰორიზონტზე და  ვერ არჩევდა ზღვისა და ცის მიჯნას,  ისევე როგორც არ გაირჩეოდა საზღვარი ქალსა და ღმერთს შორის. 
ზღვ-ით ტკბებოდა ქალი ისე,  როგორც წეღან მისით,  ლაზღანდარა ლოთები და ამიტომაც უნდოდა ქალს, 
 ზღვით დამტკბარიყო. 
ზღვ-ად ეჩვენებოდა ქალს ცაც და ხან ზღვას სთხოვდა შველას,  ხანაც ცას ხელში აყვანას.  
ზღვავ,  (ან) ზღვაო,  - დამშვიდდი და ნაპირზე გამოუშვი ის ქალი,  რომელმაც შენში შვება ნახა! 
... 
ბოლოს მახვილი (!)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი