მე შენ და...
მე ახლა ამას ვწერ,
შენ ამას წაიკითხავ,
ის ვერც დაწერს და ვერც წაიკითხავს.
მე ნაჩუქარი ფეხსაცმლით დავდივარ,
შენ - საკუთარით,
ის - ვერცერთით.
მე რაც მაქვს იმას ვჭამ,
შენ - რაც გსურს,
ის - ვეღარაფერს.
მე ვიცი, რომ სამივე ვმეგობრობდით,
შენც იცი ეს,
მან - იცოდა.
"მე", მე ვარ,
"შენ", შენ ხარ,
ის აღარ არის, მოკვდა.
მე ზმნა ვაუღლე,
შენ შეუღლებული ხარ,
ის დარჩა უღელქვეშ.
(ამ სამიდან მე და შენ ვცოცხლობთ).
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი