მთა
ცრუ და მოჩვენებითია სამყარო, ისეთი კონტრასტი იქმნება მთასა და ბარს შორის, როგორც თეთრი და შავი. დიდი სიამაყეა გოროზი მთებიდან ძირს გადახედვა, იქ - ბარში. დიდი ჭეშმარიტებაა მთა. ჰოდა, თუ სიმაღლე უფრო დიდი ჭეშმარიტებაა ზე ჭეშმარიტებაა საუფლოდან გადმოხედვა. ქვევიდან უფრო სხვანაირი იმიტომ ჩანს მთაც და უფალიც. მირჩევნია, ვუყურო მიტოვებული სახლის, ხავსიან ხის კიბეზე როგორ აცოცხლებენ ჭიანჭველები იქაურობას. აქ ვერ ნახავ სიყალბეს. სულ პირველი სხივები მზისა აქ ეცემა. ისე ახლოა მთა ღმერთთან, ისე ნაფერებ-ნალოლიავები, რომ... მშრომელი ჭიანჭველები! სულ ფაციფუცობენ. მირჩევნია ამ მიტოვებულ სახლში შევიდე და გამოვრთო ჩართული, მოლაქლაქე ტელევიზორი, რომელიც ჭიანჭველების ცხოვრებას ანგრევს. კაცის ჩამიჩუმი არ არის აქ. ბაბუაწვერები - რამდენიც გინდა! ქარსულელა ბაბუაწვერებია სულ. ... მიწას კითხულობდა სულ მამაჩემი და ამ წიგნის სანიშნედ თოხი ჰქონდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი