დეპრესია
როდისაა იცი, ეს ცხოვრება უაზრობა, როცა იძინებ, ერთ რაღაცას ჩაუკირკიტებ და ვერ გადაწყვეტ - ნახავ დილით,რომ არაფერი შეცვლილა; დილიდან ფიქრობ, ფიქრობ, ფიქრობ და უკეთესობის ნიშანწყალი არ ჩანს დაღამებამდე. ე.ი. შენს პრობლემას ვერც დღე წყვეტს და ვერც ღამე. არა, ამაზე დიდი სულელური ცხოვრება არსებობს? ასე კომედიურ-ირონიულად იწერებოდა თავის დროზე ჩვენი ცხოვრება? ან გვაქვს ისეთი ცოდვა, ბრალი, რომ ეს დაგვემსახურებინა? ... გამოცხადდეს სრული ანშლაგი! მერე რა, ჩვენ მაინც გავდივართ სცენიდან. ცოტა უკეთესი სცენარით დაწერილ, უკეთეს როლს ვთხოულობდით. დაე, დამთავრდეს, თუნდაც კონცერტი, სულ რომ მარტო მე დავრჩე, მაინც გავდივარ თამაშიდან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი