ათასჯერ მოგიკვდებოდი!
ათასჯერ მოგიკვდებოდი! უნდა გენახათ, როგორ მსუბუქად და მჩატედ მატარებდნენ - ფოთოლივით. რა მაინტერესენს იცი, რატომ ვერ ვხვდებით მომაკვდავები, ან უკვე მკვდრები, თუ როდის უნდა იყივლოს მამალმა, მესამე ყივილი მაინც ამოგვეცნო,! მაგრამ ასე გადაბმით ყივილი?! მივედით და ესაა. დატრიალდი მესაფლავევ, ახლა შენ ხარ გმირი! ოხ, როგორმე ერთხელ კიდე წამოვმდგარიყავი ფეხზე და გამეხარებინეთ, მეგობრებო! არადა ისეთი მსუბუქი ვიყავი, ისეთი მჩატე და სატარებლად მოსახერხებელი, რომ ათასჯერ მოგიკვდებოდით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი