Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_3mfdsapsiiojtkohv27u0ujhrl, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ჭიანჭველები - პაატა აბაშიძე | პროზა

ჭიანჭველები


არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა.  მეზობელმა ჭიანჭველამ მოირბინა და  რაღაც წაუჩურჩულა. 
... 
ადრე მაღაროში მუშაობდა,  საცოდავი!  - იხსენებდნენ მეზობლები და დიასახლისზე ნაკლებად არ გლოვობდნენ ახლადმოსვენებულ ჭიანჭველას. 
როგორ მოხდაო,  - ერთმანეთზე საცეცებმიდებული ჭორიკანა ჭიანჭველები ამ საუბრით გართულიყვნენ.  მორცხვობით ცალ ხელს პირზე იფარებდნენ და მოსაუბრეს ყურში ათას კითხვას უსვამდნენ. 
ახლა ამ ქვრივს რა ეშველებაო,  - სწუხდნენ მეორენი. 
ეზოში გმინავდნენ თავჩაღუნული,  უხუცესი ჭიანჭველები.  მიცვალებულის სამეგობრო ჭიანჭველებს ტანში ჭიანჭველები დაუდიოდნენ. 
რა დაემართაო,  კაცოო!  - ერთმა, 
როგორ მოუვიდაო!  - მეორემ, 
რა ხიფათს გადაეყარაო! - მესამემ,  და.  ა. შ. 
სინამდვილეში არავინ იცოდა,  რომ მაგიდაზე ასულიყო,  - ცხონდეს მისი სული! 
პურის ნამცეცის რიგში მდგარა,  როცა ჩაის კოვზით გაუსრესია ბავშვს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი