ბავშვობის ახალი წელი


იმ წლის ბოლოსაც  აპირებდა ახალი წელი მოსვლას. აპირებდა და თან როგორ!.. ვიცოდით, რომ მოვიდოდა და ფოჩებიანი კანფეტებიც მოჰყვებოდა, მაგრამ ვერ მოგვართვეს! ამიტომ ვერც ჩვენ მივირთვით და ვერც ჩვენ მივართვით რამე სამეზობლოში თანატოლებს და...
 და  გვიან, მაგრამ მაინც ვიცოდით, რომ მაინც მოვიდოდა ახალი წელი. ახალი წელი - ნაძვით. ჩვენთან ნაძვის ხის ახალი წელი არ იყო იმ წელს. ჰოდა ვისთანაც ნაძვის ხე არ იყო იქ ოცნების ხეს ვდგამდით და ფერად ფურცლებს ჩამოვკიდებდით, რომელზეც ნატვრები ეწერა და თან იმდენი, რომ ყველა ნატვრის ნახვა ეზარებოდა თოვლის ბაბუს, - ვითომ და რეალურად არსებულ თოვლის ბაბუს. როცა გულიანად დავწერდით ნატვრებს არ ვფიქრობდით არარსებულ თოვლის ბაბუზე. გვჯეროდა მისი არსებობის და ყველა მშრალი ნატვრისა. ყოვლისშემძლე თოვლის ბაბუა მიერეკებოდა შებმულ ირმებს და ნაძვის ხესთან ნაჩურჩულები სურვილები მიჰქონდა.
ჩვენ კი გვრჩებოდა ოცნების ხე და ნაახალწლარი დღეები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი