მარყუჟი
ახლა თოკს ვეძებ. თოკი აგერ, ახლოს ყოფილა. თოკის ბოლოში მარყუჟია. მარყუჟს მთელი ღამე ორმოცდაათი წლის კაცი ეკიდა, შემოდგომის ფოთოლივით მჩატე, დაღლილი და ჭაღარათმიანი კაცის... არ ვიცი რას ნატრობდა მამაჩემი... ცოტახანში ეზო აივსება შავოსანი ხალხით. დედაჩემი გიჟს ემსგავსება. მე შემიყვანებენ ამ ჟანგიანი ეტლით და მამის შუბლზე მაკოცნინებენ. ნერვებს მიშლის ეტლი - მე, ისევ მე ვარ და ეს კი დამიპატარავდა. ეზოში, სახლის შესასვლელთან ყულაბა დგას. ხალხი იქ ფულს ჩაყრის შესვლისას. ალბათ, ამ დღეს ნატრობდა მამაჩემი... ერთ თვეში ოცი წლის ვხვდები და ოპერაცია უნდა გამიკეთონ ქალაქში. მერე ეტლსაც დავწვავ, ალბათ... მამაჩემმა იცოდა, რომ მისი სიკვდილის გარეშე ვერ შევძლებდი ეტლიდან ადგომას... ყულაბა გაივსო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი