მიყვარს ეს ქალი
მიყვარს ეს ქალი მიყვარს ეს ქალი, ნელა ვხვდები, ძალიან მიყვარს, მკრთალი ხელებით, წვრილმანებზე დამღლელი ფიქრით, გავცდები ალბათ უცხოობის ზღვარსა და ტიხარს, თუნდ ძალიან შორს, თუნდაც მერე, სიცოცხლის იქით. მიყვარს ეს ქალი... ახლა მოვა, მოიტანს ვარდებს, ვარდები უყვარს უვარდებო სასახლის მხევალს, მოვა და შიშით შეეხება დამტვერილ ფარდებს, რადგან მეც მუდამ დავიწყებით დამტვერილს მხედავს. მიყვარს ეს ქალი... იქნებ ვცდები? რა ვუყოთ ხდება, მაგრამ როდესაც თავის სულის სალაროს ქურდავს, ვატყობ ბავშვივით უხარია, ან იქნებ ხვდება, რომ სიყვარულის არ აბრუნებს არავინ ხურდას. დრო არის მშვიდი, სევდის დარი და მაგიერი, გადავწევ ფარდას, უკვე დროა, უკვე თენდება, ის მოვა ახლა, ვარდებით და ამაყ იერით, მოვა და ქალურ სიმარტოვით მოითენთება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი