მოტყუებული არწივი
ერთ დაბურულ ტყეში ცბიერი მელა ცხოვრობდა. მელა ყოველდღე მიდიოდა ახლო სოფლებში და ქათმებს იტაცებდა. ერთ დღესაც სოფლისკენ მიმავალი მელა შენიშნა არწივმა. გაშალა თავისი დიდი ფრთები და ცბიერი მელა კლანჭებში მოაქცია. თუმცა მელა ჭკვიანი აღმოჩნდა და არწივს უთხრა: -"„გთხოვ, ნუ შემჭამ, და თუ გამიშვებ, შემიძლია ყოველდღე ქათმები მოგიყვანო.“ არწივს მოეწონა ეს აზრი და მელა გაუშვა. უცბათ, არწივს ხეზე მჯდომი ბუს სიცილი მოესმა. არწივი ეკითხება: - „რა გაცინებს?“ ბუმ უთხრა: -„მელიამ როგორ მოგატყუა, მაგაზე ვიცინი. ძლიერი ფრინველების მეფე კი ხარ, მაგრამ მთავარი, ჭკუა არ გაქვს.“ და ბუ გაფრინდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი