მე ეს გითხარი...


მე ეს გითხარი ღრუბლების გამო
მე ეს გითხარი ზღვაში შობილ ხეების გამო
ყველა ზვირთისა და ფითლებში ჩიტების გამო
ხელთა ჩვეული შეხების გამო

იმ თვალტა გამო რომლებიც უცებ
ნაცნობ სახედ და პეიზაჟად გადაიქცევა
და მერე ძილი მათი ფერის ზეცას უბრუნებს
ყველა შესმული ღამის გამო

და გზების გამო
ახლად ნახული შუბლისა და ფართოდ გაღებულ
სარკმელთა გამო
მე ეს გითხარი

ყველა შენი ფიქრებისა და სიტყვების გამო
იმ ალერსის და ნდობის გამო სულ რომ იცოცხლებს.


(თარგმანი  ლანა ღოღობერიძისა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი