დაზამთრდა სულში


დაზამთრდა, სულში, სუსხია ისევ..
მაწერენ, თითქოს ვურევ ხასიათს..
ჩამოსათვლელად ჰკიდია თითზე,
ნებით, უნებურ, ჩემგან რაც მიაქვთ.
აწმყო ის დროა, მიუშვა აფრა.
დახორკლილ გზებით, ფეხები მტკივა.
თუკი ვინმესთან გრძნობები გაქრა,
ვაბრალებ სახედ, მორგებულ ნიღაბს.
მასკარადია ცხოვრება, წამზომს,
(გრძნობებს თამაში იზიდავთ როცა)
ვითვლი თითებზე და რას არ ამბობს,
უგრძნობ თვალებზე, მე მაინც ვლოცავ...
მომსვლელს თუ წამსვლელს, მნიშვნელი არ აქვს.
ადამიანი შეიქმნა ღვთისგან.
მუდამ შეღებულს, რომ ვტოვებ დარაბს,
გული მძიმდება, ვერ ვიგებ რისგან...
თუკი გაძნელდა მიღება შენი.
ხურჯინი უნდა, მუდამ მზად გქონდეს.
სისულელეა, გაგებას ელი,
იქ, სადაც უკვე ცუდად გამყოფეს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი