ხმაური


გარეთ წვიმის შხეფთა სეტყვა,
შიგნით სულ ხმაური დარბის..
წარმოუთქმელია სიტყვა,
ფიქრი გულს სულიდან გაცლის...

დრო არ გვინდობს, ისე მიდის.
გუშინ სხვა დრო იყო, ახლა
ჯერ კიდევ უთქმელი სიტყვის,
ხდება გრძნობებისგან დაცლა...

სულის ქარიშხალში ჩაბმა,
ირგვლივ ზუზუნი აქვთ ქარებს..
სიტყვის ჯერ უთქმელი აღქმა,
როდისღა ელოდო დარებს...

ისევ წარმოსახვა, ბრძოლა,
ისევ ამღვრეული ფიქრი.
ჯერაც უთქმელ სიტყვის კონა,
უცხო სტრიქონივით მიჰქრის...

დაუნდობელია დრო მთლად,
ხედავ, მძვინვარეა ზეცა.
რჩება სიჩუმე და სიტყვად,
მწუხარებაც სხეულს ეცა...

ირგვლივ სიშმაგეა ქარის,
ირგვლივ არ ჩერდება ოხვრა.
სიტყვის, ხმათა უცხო ზმანის,
ხდება უცაბედი მოსვლა...

ახლა მოგონება დაჰქრის.
ნატკენს ემატება წყლული.
უთქმელ სიტყვების და დარდის,
გამოღვიძებაა სრული...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი