თუ გინდა იგრძნო


თუ გინდა იგრნო სამყაროს ხიბლი,
გაგათბოს სიომ, ბუნების ექომ.
თავი ანებე, მოთქმას და ჩივილს.
თავი ანებე, მორჩა და გეყოს...!

ძარღვებში სისხლის, მჩქეფარე მასა,
ხომ გრძნობ, ცოცხალი თვალით უყურებ..
ცხოვრების დაისს, სადამდეც გასტანს,
შენ, გამუდმებით ნურას უწუნებ...

გულში გრძნობათა კვირტი ამწიფე,
ნახავ, ხეხილიც როგორ დაისხამს.
მიხვდი, იდარდო უნდა არც ისე,
თუკი ერთი ცდით, კლდე არ გაიხსნა...

მიჰყევი და გზად, თითო ხე დარგე.
ნაყოფს მოიმკი, გქონდეს იმედი.
ურთიერთობებს ნუ ურჩევ დარგებს,
საკმარისია სითბოც, მცირედი..

მადლობდე უფალს, ყოველი დღისთვის
და სიხარულით შეხვდი ალიონს..
ნუ გაქვს კითხვები, რატომ?!.. და რისთვის?!...
აცადე თვალსაც, წყალი დალიოს..

დიდია გზა და დიდია დარდიც.
ამაზე ღელვით, შენ რას უშველი.
ეკალს გაჰყვები, შეგხვდება ვარდიც
და ახალი დღის სუფთა ფურცელი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი