ტალღები კლდეზე...
აგორებულა ტალღები კლდეზე, ზღვა ამღვრეული, შმაგია, ოხრავს. თითქოს გმინავსო და იქვე, ბედზე, ცა გამალებით, ღრუბელთან მოთქვამს. გაშალა ტალღამ, ქარში კამარა, კლდემ უნიათოდ იცვალა ფერი. იქნებ გამოთქმა, ამისიც კმარა, მაგრამ ცა, მაინც თავისას ელის. საშიში ფერი დაჰყვებათ ზვირთებს. კლდე რისი კლდეა, ისრუტავს ხარბად, შორიდან მოსულ, გადაღლილ, წვრილ ხმებს, მოზღვავებულებს ტალღებში ჭარბად. გადავა გრიგალს, ჩადგება ტალღა, როს ჩაანაცვლებს, მზიანი, დარი... და არ ეტყობა თვალებზე დაღლა, ცას, რომელზედაც ღრუბელი არის..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი