ზმანება მისი...


გულში ჩამარხულ გრძნობათა სუნთქვას,
ვარდზე წამოსულ ეკლის სიმწიფეს.
მოგონებებში არსებულ ტურფას,
სასმლის სუნზე, რომ უმალ იღვიძებს...

თან დავატარებ როგორც შეხვეულს,
ნატკენს, რომელმაც მომცა იარა.
თუმც აღარ მესმის, რომელ მესვეურს,
არ მოსდებია ტანზე ხვიარად...

შემომერია სახედ ნაოჭად,
დიდრონი გზებით, გავლილი დრონი.
ყოველი წუთი მესმის ქაოსად,
გამუდმებულად სხვადასხვა ფორმით...

გადაგვარების ურჩ გზაზე მყოფი,
გრძნობათა კედლის ზანტი აგური.
მიმოფანტულა, ვითარცა ორთქლი,
გონწასული და ფერდაკარგული...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი