კაცი რამდენჯერ, უმიზნოდ ფიქრობს...


ფოთლის შრიალში, ქართა ხმაურში,
შენ რას გაარჩევ მონაბერ სიოს..
ცხოვრების უხმო აურზაურში,
კაცი რამდენჯერ, უმიზნოდ ფიქრობს...

გამხმარ, მოტეხილ ხილის ტოტივით,
რჩება მიწაზე ვარდნილი ნაშთი.
ზოგჯერ გინდება ნახო მოტივი,
ამ სამყაროში, რისთვისღა გაჩნდი...

ნამის სიმძიმე, ხრის ხან ბალახსაც.
ეკალზე წვეთსაც, წამლის აქვს ხედი.
მაშინ კი, როცა ხსნაა აღარსად,
მადლსაც გიმოსავს უეცრად ბედი...

შერჩენილ თოვლის ნაჭერს, მთის თავზე,
გარს მოხვეული, ბურუსი იყოფს..
დარდში გახვეულ, წუთის ჯინაზე,
კაცი, რამდენჯერ უმიზნოდ ფიქრობს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი