რამდენი დრო გადის...
რამდენი დრო გადის, მომავლის ლოდინში, დროება ხელიდან გვისხლტება და ჩვენ კი, გაგვირბის სიტყვები: მიყვარხარ, ბოდიში წამს ვეღარ ვაკავებთ საათში აწყვეტილს... გაშლილა მდელოზე ყვავილთა კონტრასტი. ლამაზი იერით და ფერთა გამებში. რამდენჯერ გვგონია, რომ სადღაც შორს წასვლით, გაივლის შინაგან გრძნობათა თარეში... არ ვფიქრობთ რამდენად მოკლეა ქვეყანა, ხომ ვისვრით ქვასავით, სიტყვებსაც დაგეშილს. რამდენჯერ გესლები, თვით გველმა შეჭამა, არ ეყო ცრურწმენა, მაცდურად დაბეჭდილს... წუთია სოფელი და წამით წუთობს, ვისწრაფვით საით, გზა არ ჩანს როცა... რამდენჯერ ღარიბი, ღარიბს პურს უყოფს. ზოგს კი არ ჰყოფნის ლოყებზე კოცნა... სამყაროს ინსტიქტი და აზრი რაშია, მივყვებით კლდეზე, უჩინარ ბილიკს. ის, რაც ჩვენ არ ვიცით, უკვე ხომ გზაშია. მოაგავს დაძრულ ორთქლმავლის კივილს... ..სწორედ ამიტომ, ახლაც და მერეც, სიკეთე მუდამ იპოვის მის გზას და სანამ გრძნობა ისევ აქვთ ხელებს, თითო აგურიც, შენებას ნიშნავს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი