ვისწრაფი საითკენ...


ვიხრები იქეთკენ, საითაც გზა არ ჩანს.
მე ფიქრთა მარსი ვარ და ორომტრიალი.
ვფიქრობ, რომ ვიცოცხლო, ვიარო კიდევ ხანს,
სანამ დროს გათელავს, ბალახი ტიალი...

ვისწრაფი არც ვიცი, თავადაც არ ვუწყი,
სხვას როგორ ავუხსნა, გულის ეს ზმანება.
ოღონდაც ვიცოდე, ბოლომდე დავუცდი,
სულიერ შვებას და რატომღაც თავნება...
                                                                                აზრები დამყვება, ფეხდაფეხ სიარულს,
ვსწავლობ, თან ვერ ვსწავლობ, თუმცა რას გაუგებ.
რამდენჯერ ცოდვილმა, ჩემს აზრებს მხიარულს,
ჩადენილ შეცდომით მახეც კი დავუგე.

დროს როგორც მარწუხებს, ისევე აღვიქვამ,
თითქოსდა მაწუხებს ეს მელანქოლია.
სურვილი რამდენჯერ, ჩემთვის ყრუდ ჩამითქვამს,
თუმც ასრულებისა, ბედი არ მქონია.

ვიხრები საითკენ, თავადაც არ ვიცი.
რაც ვიცი, იმასაც ვერ ვუყრი მე აზრებს.
ოღონდაც ვიცოდე, ბოლომდე დავუცდი,
დაკარგულ მომენტებს, დრო როდის შეავსებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი