ეკლესია სინაგოგა მეჩეთი
თბილისლები ყველა რჯულს და ყველა ერს, გულში ვიკრავთ ეს ქალაქის წესია. ამიტომაც დგანან ასე ლამაზად სინაგოგა, მეჩეთი, ეკლესია... თბილისია სიყვარულის აკვანი, ზურმუხტ ლალით მოკაზმული ბეჭედი. ამიტომაც დგანან ასე ამაყად ეკლესია, სინაგოგა, მეჩეთი... ღვთისმშობელმა კალთა გადმოაბერტყა, ხვავითა და ბარაქით არ დაზოგა. ნახეთ თბილისს რა ლამაზად შეერწყა, ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი