ექო


ტრამალებში, უგზოუკვლოდ, მოარული ჩემი ექო,
დაჰქრის, ერთი სურვილი ჰკლავს, შენს თმებს, შენს მკერდს სურს შეეხოს. 
ვერ გპოულობს და შეშლილი, მიეცემა ისევ წუხილს.
შენს ძებნაში შეებრძოლა - ქარს, წვიმას და ჭექა ქუხილს...

და თუ სადმე მოგკრა თვალი, გადიქცევა ცისარტყელად.
შენს სხეულზე განიბნევა ათასგვარად, ათასფერად... 
შენს ალერსში, ფერებაში გულს იჯერებს ველურ ჟინით
და აღნიშნავს გამარჯვებას, ზარ ზეიმით და ყიჟინით.

სიო ველად მონაქროლი, ამ ტრფიალის უტყვი მოწმე.
იზიარებს დიდ სიყვარულს, ხდება ჩემი ექოს მოძმე...
და ამ წმინდა, სპეტაკ  გრძნობას, უანგაროდ უდგას მცველად,
რომ დატკბება მათი ცქერით, გაიჭრება ისევ ველად.

მერე ისევ ყველაფერი დგება თავის კალაპოტში.
იწურება დრო და ჟამი, ერთად ყოფნის მაგ წალკოტში.
ჩემმა ექომ, ისევ მარტო გააგრძელოს უნდა  ფრენა,
რადგან ხვდება, რომ მირაჟი, იყო შენი გამოჩენა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი