ახლა სუნთქავენ


მაღალია აზრი საზოგადოების
და შეხედულება
თუ ჭიანჭველას საზომად ავირჩევთ 
მთვრალია ყველა
განა რახებით?
გალახულია ყველა ვინც დიდს
დაუსხლტა ხელიდან
და დაემჩნევა მზეზეც ბრჭყალები
წინდებს ქსოვენ თფილ თფულა
ჩვენი ბებრები
და მოციმციმედ უჭირავთ
მზრუნველი თვალები
და კრუხის ინსტიქტით თუ
დაფიქრებით გადათვლიან
შვილებს წახდენისთვის ტახტზე
დაწვენილს
რეკავს ზარი ბიჭ გოგონები
მართლა ცოცხლები და
ნაპოვნები
უპატრონოები ქალაქის
დამსვრელნი ფიქრთა ამრევნი
ქარის ამშლელნი
სეტყვის გამშლელნი
ცრემლის სისხლის თანაბრად
დამღვრელნი
წყევლის საგნები გზის სწორ
მნახველნი ეკალთა მკაფვენი
ვარდთა დამგებნი
ეკალს ზომიერ დარჩენით
ჩხვლეტის გამგებნი
მუდამ თვალგახელილნი
(და აუხელელნი)
(ბილწის ჩამდენი)
ამ ორს ყვიროდნენ ეკლებზე
პარკები 
ძღომისთვის დაგეშილთა
კუდის მნახველნი
მაგრად გამსრესნი სილის გამრტმელნი 
მამების ხელების სისხლით 
მნახველნი 
ოღონდაც მწვანე სისხლით მნახველნი 
იმ ცუდი მამების შვილების ჰაერნიც
ჩახუთულ ბინების ფანჯრების 
ჩამსხვრელნი
რომ გამოიცვალონ სუფთა ჰაერი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი