აფხაზეთის მშვენება
ამბობენ ხიდს იქეთ გაგრაში მზე დაიარებაო მიწად, ლეგენდებს ჰყვებიან ქალზე რომელმაც ენგური აქცია ქვრივად, იქ დამხვრჩალი ქალები არ ასვენებენო იმასაც ჰყვებიან აფხაზ მზის სადარებ ქალზე, დაუუღუპავსო მის სილამაზეს, იმასაც კი ამბობენ ღამე შეშლილად ყვირისო, მისი სილამაზე ააგრძნებსო სარკეში მომზირალს. ხოდა შენ აფხაზო გაგრას მინდა გეწვიო მინდა შენი სილამაზე ტანზე შემოვიხვიო შენი რისხვა მისტიური დავაცხრო და გიმღერო მინდა სოხუმს წაგიყვანო შავ ზღვას შემოუაროთ ნაღალატევ ქალბატონებს ია ვარდი ვაყაროთ მისტიური საშიში ენგურს უნდა გატარო შენი სული შეშლილი იქვე უნდა გავბანო ის კიოდა ანგელოზი ეშმაკების ენაზე ხელი სახე დამიკაწრა მე კი ძლიერ ვიხუტე აფხაზეთის ყოველი ქვებს გვესროდა გვქოლავდა შენც წყეული იყავიო ხელი არვინ მაკარა მე გამრიყეს და დამწამეს ეშმაკებთან სტუმრობა ამ გოგოს რომ ეამბორე ავი ბედი გეწერა ბედი შენი ვერ შეცვალე ბესარიონ ბესერა წუხელ სიზმრად ნინომ გნახა გაგიტაცა ენგურმა თავსა ქალი ესა გედგა აფხაზეთის მშვენება ეშმაკურად დაგკიოდა ანგელოზის ტანიდან ენგური კი ისე სწრაფად ქვიშა ლაფად აიმღვრა იმ ღამიდან ენგური მის მუსიკას ატარებს როგორც მისი ტალღები ისე უკრავს მისტიკას აფხაზ ქალის გლოვა ყველას კლდეზე აიყვანს ქალს დაფრთხობს კაცს კი შეშლის მისტიური მუსიკა უკვე რახანია ამმ ენგურში არ დაცურავს ტივით არვინ აქ კი ბევრს უნახავს თავზე ჩადრით აფხაზეთის მშვენება ********** სისხლიანი ქალწული სისხლს გაბანდა უმწიკლოს ვინც ეცადა დაწაფოდა ენგურს შერთო უძიროდ აფხაზეთის მშვენებავ მზის მეტოქედ მომხდენო ღამე ცაზე ვარსკლავების შენს ბაგეზე დამფრქვევნო იდუმალო ანგელოზო ეშმაკების ნაშობო თვალთ გონების დამკარგველნო ავ ფიქრების ამშლელნო ვიღაც ისევ მღერისო ღამ ღამობით ენგურთან ეს ის კაცი არისოო რომ უყვარდა გაგიჟებით აფხაზეთის მშვენებას თვით ეს ქალიც ჩამოდისო ხიდის თავში დაჯდება მთელი ღამე სატრფოს ტირის თან დაკივის საგლოველას
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი