ბოღმით შეყურებს მგელი კაცს
გიორგობა გაგვითენდა გიორგობის დღეაა მზემ გორაზე მოიკიდა გიორგობის დღეა მზემ ახალი დღე გვაჩუქა შეუწიროთ ღმერთსა მგელი სოროში ბრუნდება მელა იწყმენდს ხმებსა კაცნი მაინც ყბედობენ მართალნი თუ მცდარნი ტურა ღამით იყმუილებს დღეზე იკმენდს ენას კაცმა ჭკუით ვერ აჯობა მონადირე მელას დღედაღამ რომ ენას იქავს შეუნახოს მზესაც გიორგობა გაგვითენდა ბანი ბიჭო ბანი იქა კაცი თავსა იხრჩობს უმდინაროდ თასში გული ღვარძლით აევსება გველს მიქარავს მაშინ ხვალე ღვინოს მიაწერენ დაუბინდა თვალი კაცი კარგი იქ კუთხეში თას ათსაც კი გამოცლის ბანსაც იტყვის ლამაზს სიტყვას სუფრას ფეხსა არაუშლის გაიხარებს გახარებს სოფლის წუხილს გაიქარვებს ავი სიტყვით სუფრის წევრებს გულს არაფრით დაუშხამებს მწვანილს მოძოვს იქ ტარხუნას ხორცს თვალითაც ვერ შეხედავს სუფთა არის ისე როგორც წეღან დაკლული ბეკეკა გიორგობას ღმერთს ახარებს განა ცოცხალს შეუწირავს განა წმინდა დღესასწაულს სასაკლაოს დამსგავსებს ისე სჯერა და კიდეც სწამს როგორც თქვენ უნახავად ნეტა რომელ მგელს ესიზმრა ღმერთმა ცხვარი რომ უბოძა მგელი დარდობს ოთხ ფეხება გორის ბუჩქიდან იხედება ამდენ ცხვარსა მგლის ტომები ათწლეულებს იმყოფებდა კონკურენტი ორ ფეხება ჭკუით უსწრებს ოთხ ფეხებას თითქოს მცველად ევლინება ცხვარიც მშვიდად მიენდვება
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი