დრო პოეტობის
გაცისკროვნება დაიწყო მაშინ ქარი არხევდა ხოდაბუნს როცა, დანაოჭებულ ჭაობებს იქით ზღვის მღელვარებამ ზღვა გააოცა. გაცრეცილ ბინდში წყდება სიზმარი რომელიც ღამის დანამატია, მთაგრეხილებში სუფევს ბურუსი შემოვლებული როგორც მანტია. გაუფერულდა სიმწვანე თითქოს ეულად მდგომი ბებერი პალმის, მიყუჩებული შრიალებს ფიჭვი ფოთლებზე ობი დაედო ლამის. ხმებიდან ხმებში ირევა ექო, გაჰყვირის სადღაც თუნუქის ბუკი და პოეტობის დრო მოვა ისევ დარაბებს დარი ღირსა თუკი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი