დღეს გარიჟრაჟმა


დღეს გარიჟრაჟმა ირიჟრაჟა გარიჟრაჟისას
და უამებლად შემოიჭრა,ფიქრებს აყოვნებს
ღამეულ მუზას განარიდა სიამე ლექსის
ის დამელნებულ ხმოვნებს აცლის,აცლის თანხმოვნებს.

დღს გარიჟრაჟმა აფერადა ზღვა,ცა და მიწა
მოაწყდა სარკმელს, მოაზღვავა ფორიაქები,
უსათაუროდ გაიფანტა სიტყვები სადღაც,
უსათაუროდ გაიფანტა არად ნაქები.

დღეს გარიჟრაჟმა დაარბია აზრთა დინება
უძინარ რითმებს მზე თანდათან, თანდათან ამხელს
დაუსრულებელ სტრიქონებში ცეცხლი იფრქვევა
ეს სტრიქონები გავადრო და დაირქმევს სახელს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი