არა ვარ ღირსი
ეხლა რომ სიტყვებს ვუგებ ხარაჩოს ნეტავ აგება მწადია რისი? გარდავიცვლები უცნობ მელექსედ მე პოეტობის არა ვარ ღირსი. ნაფერადები გამოჩნდა სივრცე შემოახუნდა მიზნებს მიზანი, დავეხეტები აღმიდან დაღმა დედამიწაზე როგორც ხიზანი. ნაბურუსევი დგას გარიჟრაჟი მეკი წყვდიადი მაკრავს არტახებს, არ დავინანებ დასასრულისთვის სიცოცხლეს ჩემსას განაპარტახებს. ეხლა რომ ლოცვებს ვკითხულობ მშვიდად ნეტავ იმედი მაქვს,ნეტავ რისი? გარდავიცვლები ჯოჯოხეთისთვის სასუფეველის არა ვარ ღირსი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მაგარი კარგი ლექსია, მელანქოლიურია ოღონდ. სასუფეველს კი რათქმაუნდა არცერთი არავართ ღირსი.