ქარიშხალი


ქარიშხალში ათამაშდა ცაცხვი
მოიხარა კვნესით დასწვდა მიწას,
ქარიშხალმა გადათელა ზღვები
ჩაუქროლა ფარავანს და რიწას.

ქარიშხალმა დაანგრია სახლი
შეეჯახა გზად მიმავალ ფორანს,
ტყეში ბუდე დაუნგრია ჩიტებს
მოატეხა ფრთები ბებერ ყორანს.

ქვიშათა ჯარს ქუჩა მოატარა
და ფაფარი აუშალა ლომებს,
ქარიშხალი მეამბოხე ხმებით
დააბოტებს და ნაკვალევს ტოვებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი