ემანუელი
ლოცულობ თითქოს და არც ლოცულობ საკუთარ თავთან გიდგას დუელი, უბიწო ფიქრებს დაყვეს გონება ჩვენთან არს ღმერთი,ემანუელი. ყრმა ბეთლემიდან იდევნებოდა სიცოცხლე ცოდვით არის ნათესი ევნო,ეწამა და ისევ აღდგა სახარება რომ ამბობს მათესი. დამეტყველებდა მაშინ წინასწარ იერემია,ეზიკიელი უფლის სიტყვებით გიყვარდეს მტერიც თუნდ იყოს იგი გადამთიელი. მაგრამ სალანგრედ გადააქციეს ნაკვეთი თავი იოანესი, მისატევებელ ცოდვებს ვერ იტევს შემოგარენი იორდანესი. გამართეს ბჭობა,ინათა როცა მზე შემოენთო სარკმელს, დარაბას შეკრეს იესო გაამათრახეს და ანაცვალეს ქრისტე ბარაბას. ჯვარს აცვეს,აცვეს გოლგოთას მთაზე რომელსაც ქვია ადგილი თხემის, ეკალ გვირგვინით ნაგვირგვინები იესო ქრისტე ამტანი გვემის. გადაბურული და სევდიანი ნაზარეველის სჩანს ნაზარეთი მოვინანიებთ?მოგვეტევება ემანუელი,ჩვენთან არს ღმერთი. საკმეველი თუ იფრქვევა სულში მეშვიდე ზეცას მაინც ნუ ელი სარწმუნო უფრო მეტად ირწმუნე ემანუელი,ემანუელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი