ალბათ


მზეში ჩამქრალი დნება სანთელი
უნიათოდ კრთის ბედის ვარსკვლავი,
გამიწყვდიადდა თითქოს ნათლი
ალბათ ითხრება ჩემი საფლავი.

ზღვა აღელვებულ ტალღებს ჩაძირავს
გადაიშლება ვნებით ზამბახი,
დაბორიალობს სევდას სძინავს
და ორმოვდება ჩემი სამარხი.

ქარი აოხრებს ქვიშიან ქვიშას
ფოთლებ დაცლილი კრთიან ვარდები,
ალბათ დავტოვებ ჩემეულ ნიშას
მერე ეული დავსამარდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი