და მაინც...ვირჩევ სიკეთეს


ჩემი მთავარი პრობლემა არის 
რომ სიყვარული ვიცი უსაზღვრო
რომ არავისთვის ცუდი არ მინდა
მხოლოდ სიკეთე მინდა ვაკეთო.
მე ხომ პოზიტივს ვაფრქვევ ყოველთვის
და ვერ (მ)აფასებს ბევრი უგნური,
თუმც მათი სული ეშმაკს უპყრია
და მათი სული წყვდიადს მოუცავს,
არ ძალუძთ ირგვლის სინათლის ხილვა
და ამიტომაც 
მე მათგან ხშირად
 მწარე მახვილიც ზურგს ჩამცემია.
ვერ დააფასეს ჩემი სიკეთე
სცადეს ბოროტად გამოყენება,
თუმცა სამყარო ბუმერანგია
და მას თავისი აქვს სამართალი,
მათ ვერ შერჩებათ ბუნების ძალით
მათი ბოროტი ნამოქმედარი.
ვერ აფასებენ, თუმცა მე მაინც 
ჩემი მისია მსურს შევასრულო
და ამიტომაც ვირჩევ სიკეთეს
მე ღმერთის გზებით მსურს რომ ვიარო:
და ეს ბოროტი ხალხი თუ ვერა
უფალი ხედავს 
ამ ჩემს გულს სათნოს.!
სათნოს და სანდოს,სიკეთით სავსეს
მადლიერების გრძნობით განმსჭვალულს.🙏💝

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი