მონოლოგი შემოდგომაზე...
დიდი ხანია,მწვანედ აღარ ვხასხასებ--თავს არ მოვიტყუებ,რომ არაფერი შეცვლილა... მაგრამ უკვე ვიცი--ყოველდღიურობისა და ხელშესახებ საგნებს მიღმა არსებობს ლამაზი სამყარო-- სამყარო,რომელიც ჩვენშია... ვისწავლე ჩემ ირგვლივ იმას ვხედავდე,რისი დანახვაც ძალიან მინდა,რადგან საბოლოოდ მაინც იმას ვპოულობთ,რასაც ვეძებდით სინამდვილეში... და ეს არ არის თავის მოტყუება--ეს გამოცდილებაა... ძველებურად-არა,უფრო- მიყვარს მზიანში თვალდაჭყეტილი გორაკები, წვიმიანში ყურდაცქვეტილი მინდვრები... და კიდევ-ჩიტები- ასკილის წკიპზე მოცეკვავე გიჟი ფრთოსნები-მათგან ყოველთვის შეიძლება ისწავლო სილაღე! სიცოცხლის მშვენიერების უდიდესი საიდუმლო გულის იდუმალ კუთხეში გადამალული სინორჩეა-- სიცელქისა და კისკისის უნარი... და ბოლოს-- ვისწავლე როგორ გავუმკლავდე ტკივილს,რომელიც დროდადრო მშიერი მტაცებელივით გვესხმის თავს-- და ყოველ ჯერზე აუცილებლად მიაქვს გულის ნაწილი! მაგრამ,საოცარია--რაც გულს აკლდება,ს უ ლ ს ე მ ა ტ ე ბ ა! ასე მტკივნეულად ვიზრდებით... და მ ა ი ნ ც ყოველი დღე საჩუქარია!! ♥
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი