შენ


იცი?-დღეს გნახე....
ვნახე შენი თვალები წყალივით ანკარა,
შემოპარული შენს თმაში ჭაღარა...
და კვლავ ისევ ჩამესმოდა შენი ხმა,
ქარს სულ ოდნავ აეწეწა შენთვის თმა...
გიყურებდი..გიყურებდი...გიყურებდი და ვტკბებოდი
თოვლი ვიყავ და ვდნებოდი..
ნეტავ გულში ჩამეკარი,
წავიღებდი....წავიღებდი...წავიღებდი თან
ამ ხვევნას ,კოცნას- ჩუმად დავჯდებოდი
დავჯდებოდი იქ ,ზღვის პირას ფურცელ-კალმით და ვტკბებოდი
დავტკბებოდი მე დაისით
შენი ცქერით დავტკბებოდი..
მახსოვს როგორ იცინოდი
სიცილში ნაღველს აქსოვდი...
მახსოვს როგორ იღიმოდი
ღიმილში ნაღველს ახშობდი...
მახსოვს შენი მიხვრაც-მოხვრაც,
გულის ცემის სიხშირეც კი,
შენი სუნთქვის რითმი მახსოვს
შენზე ფიქრი ისევ მართობს...
მართობს არა,ეს მაცოცხლებს,
მოლოდინით ვცხოვრობ ისევ..
ხელს დავავლებ ფურცელს,კალამს
მივყვები გზას,ზღვისკენ მავალს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი