მეც და შენც


არავინ არ თქვას,რომ -მე არ ვარ მკვლელი,
რადგან ადამიანი ბუნებით არის მკვლელი..
სამყაროს ვწამლავთ და მის სულს ვღაფავთ,
მითხარი აბა,რას შვრები -არ კლაავ?
ვითომ სილამაზის ხარ მოტრფიალე და ყვავილებს მოწყვეტ,
შენც ხომ ერთი პაწაწინა ყვავილი ხარ ამ ქვეყანაზე...
არა მაშინ გაგახსენდება ეს კანონები
რომ თავისუფალი ხარ და შენ არავის არ ემონები..

ადამიანო მითხარ რა გინდა?
ამ ქვეყანაზე რად ხარ მოსული?
სხვა გაამწარო და გაიხარო?
ადამიანო რად ხარ ავსული?!
-არა,რას ამბობ?რამ დაგაბოღმა?
ალბათ ეს აზრი გიდევს შენს გულში,
მაგრამ თვალები სულის სარკეა
ვერ ჩააფურთხებ შენს თვალებს სულში
მეგობრობა და სიყვარულიო,
პირში აქებ,შებრუნდება და აფურთხებ ზურგში...
აბა მითხარი თუ ტყუილს ვამბობ
და ამ ხალხის წინ მიწოდე მრუში...

არ მოერიდები მაგასაც იკადრებ,
არადა არ შეგრცხვეს,გგონია იდარდებ?
არა,უფალმა შეგქმნა სხვა გვარი
ადამიანი კი დღეს სულ სხვა არის.
ადექი ,სანამ დრო და რიგია,
გახსოვდეს ყოველთვის უფალი დიდია....!
მიგეტევება თუ ცოდვას ინანებ
და უფალს მთელი გულით იწამებ..!
შენ კი გახსოვდეს-რომ ეს სამყარო
ბუმერანგივით მოწყობილია,
რასაც გაისვრი-დაგიბრუნდება
და დაიხსომე ჩემი სიტყვები
რადგან არასდროს არ გახუნდება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი