ა.ს. პუშკინი "ო, მახსოვს წამი მე მშვენიერი"
ა.პ. კერნს ო, მახსოვს წამი მე მშვენიერი: შენ მომევლინე შექთამფენია, ვით მოჩვენება სრაფწარმავალი, ვით სილამაზის წმინდა გენია. როცა ნაღველი, უიმედობა, მწარედ ჩაგრავდნენ ჩემს სულს მღელვარეს, შენი ნაზი ხმა დიდხანს მესმოდა ტურფა ნაკვთები მელანდებოდა. ვიდოდნენ წლები, ქარიშხლის სუსხმა გაჰფანტა ყველა ოცნება ჩემი, მე დამავიწყდა შენი ნაზი ხმა შენი ციური, ტურფა ნაკვთები. ყრუ ტყვეობაში სულს და გონებას ახშობდნენ გრძელი დღეები კრული, გაჰქრა ღვთაება და შთაგონება, ცრემლი, სიცოცხლე და სიყვარული. ახლა სულს მოსავს სხივი ნათელი კვლავ მომევლინე შუქთამფენია ვით მოჩვენება სწრაფწარმავალი ვით სილამაზის წმინდა გენია. ისევ ძგერს გული საამო გზნებით და ისევ ჰპოვა მან დაკარგული იგივ ღვთაება და შთაგონება, ცრემლი, სიცოცხლე და სიყვარული. თარგმანი ელენე ბაბუნაშვილის
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი