ისევ წვიმს


ღამის წყვდიად ცაზე ისევ მძიმე ავდარია,
მარდად, ზეცას წამოვიდა გაზაფხულის წვიმა,
დაიქუხა მძაფრად, მძლავრად, ჭექას დაუვლია,
კუპიდონის ისრებსისევ გულში გაუვლია,

თითქოს ჩემს წინ ვიღაც გოგო მდოვრად ღონღილობდა,
ნეტავ სად წავიდა, ნეტავ სად წავიდა?
არა, ხომ აქ იყო, ნაზად მიდიოდა,
ნეტავ სად წავიდა, ნეტავ სად წავიდა?

ჭრაქით მორთულია, ქუჩა ცარიელი,
გუბურს მომსხდარიყვნენ ხმელი ბალახები,
წყალში ნათლად მოსჩანს მთვარის ანარეკლი,
სად ხარ? ვერ გპოულობ, სად ხარ? მენატრები,

ისევ ნაზად იწვის თეთრი კელაპტრები,
და მათ ყვითელ შუქზე ჩუმად გელოდები,
ხელში ტიტებით და წითელი ვარდებით,
სად ხარ? გელოდები… სად ხარ? გელოდები….

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი