ზღვა
აპობს გემი უშედეგოდ ტალღებს, კაპიტანი წინ ვერაფერს ხედავს, ის ყველაფერს იმედებზე აგებს, ზღვასთან გემით შეჭიდებას ჰბედავს, ზღვა კი ფიქრობს რა დამართოს გემებს, ზოგს გაუშვებს, ზოგს შუაზე ტეხავს, ზღვა უბნელებს მეზღვაურებს დღეებს, ზღვაში ციდან ანარეკლი ელავს, ზღვა თუ იწყებს სასიკვდილო ცეკვას, ამ ცეკვაში ვეღარავინ ჰყვება, ვინც არ ცდილობს, ისეც იყო მკვდარი, ვინც ეცდება, ისიც ისე კვდება, კვდება მხოლოდ მისი ხორცი, კანი, მხოლოდ მისი ორგანიზმი კვდება, რაც არ მოკვდა, ეს უფალმა იცის, უკვდავია ის, რაც აქეთ რჩება, კაპიტანმაც იგრძნო ტალღის ძალა, ესმის გემის ძირი როგორ ტყდება, და ის მაინც სულ ბოლომდე იბრძვის, იძირება, მაგრამ ხომ არ კვდება?! წლების შემდეგ ზღვის ფსკერზეა გემი, გემი ხისა ფსკერზეა და ლპება, მის გემბანზე ასვენია ჩონჩხი და ეს ჩონჩხი სულ ამ ლექსებს ჰყვება: დაე ისევ აბობოქრდნენ ზღვანი, და ეს გემი ძველ იალქნებს ჰბერავს, ჭექამ მომცეს დასშური ბანი, ტალღებიდან ჩემი გული ღელავს, ცხრა ზღვის ტალღებს შევაკვდები შენთვის, სულაც გზაში რომ დამიდგეს ცხრა მთა, გეფიცები სახელს ჩემი ღმერთის, მაინც შენი მირჩევნია კალთა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი