366


1
ცივი გამოდგა ზამთარი, დარდის ყინულში ჩაფლული,
მას გაზაფხული გამოჰყვა, იმედიანი, მზა-სრული, 
ის დაასრულა ზაფხულმა, დამწვა მე შენით
გართული,
შემოდგომაც კი გავიდა, მოვიშუშე რა წარსული,
2
წარსული გრძელი რამაა, ბევრი დღითაა შემდგარი,
ერთხელ სიკვდილსა ნატრობდი, სხვა დროს იყავი მედგარი,
ერთი დღე იყო მნათობი, ბოლო ანგრევდა კლდე-ქარი,
მაინც ვიხსენებ ერთ ღამეს, იყო ტკბილი და ნეტარი,
3
ეს ღამე არ მავიწყდება, თან დამდევს მისი ზმანება,
ალბათ ასეა ღვთისაგან მისი მოვლენის ძალ-ნება,
ხომ ვთქვი ნაღდად რომ არსებობს, ჩემი გამოსდის წამება,
ჩემი ბაგების დამთრთველად თვით ზესკნელიდან დადგება,
4
საღამოს უნდა მენახა ის ანგელოზი მფრინავი,
არსაიდან რომ გამოჩნდა, სულ მომცინარი,
მღიმარი,
რა ვიცოდი რომ მელოდა, ღამე თავისა მბრუნავი,
რა ვიცოდი რომ ვხდებოდი, არუნახავის მხილავი,
5
თექვსმეტ დეკემბერს, იმ ღამეს, ნაძვის ხე როცა მოირთო, 
ახალი წლის და წამების სანთელი ერთად დაინთო,
პირველი ზარი და „გისმენთ”, მერე ყოყმაინი დაირთო,
მესამედ უკვე შევთანხმდით და ნაპერწკალიც აინთო,
6
გული მკერდში ვერ ეტევა, გავრბივარ ქუდმოგლეჯილი,
თან ვკანკალებ და არ მცივა, გრძნობები გამოგლეჯილი,
დამიბუჟდება ტან-ფეხი, სახე მაქვს პირმოღრეჯილი,
მიწისქვეშაში დამცინის ქაღალდი ჩამოგლეჯილი,
7
და დავილოცე ბედ-წილი, სახე ღიმებით ამევსო,
ჩამომჯდარიყო კიბეზე, გარე სურნელით გაევსო,
ყვითელ ნათებას ბაგებზე მისი სიტურფე აევსო,
რომ შემომხედა დავრწმუნდი, გულში ისარი  ჩამესო,
8
თმა საუცხოოდ გადეგდო, დამიტოვა მე მან სერი,
თვალი სიმშვენით სავსე და გული გამიხდა ნასერი,
ტკბილი სურნელი ტრიალებს, ვარდმა უმშვენა ტან-ფერი,
მის შემხედვარე მომინდა გადამეარა მთა-სერი,
9
ყბა ქვეშ მე ჩამომივარდა, გადმომივარდა თვალები,
გონება გადამემღვრია, თავს ჩამომვარდა ზარები,
ფიქრები გადამელია, აბობოქრდების ქარები,
დამერღვა მე რა სიბრძნე და გამოიცვალნენ დარები,
10
მისი სინაზის ტყვე ვიყავ, სიტყვა ვერ ამომიღების,
დამუნჯებული შევტრფოდი, ფიქრები ამოფრინდების,
სიტყვას რომ ვერა ვკადრებდი, ჩუმად მე გავიღიმების,
ვერა ვაქე და ვადიდე, გონება დამეჩრდილების,
11
იმ დღეს ხმა ჰქონდა ჰანგისა, ვიკარგებოდი ნოტებში,
ბეღურასავით პატარა მივყუჟულვარ რა ტოტებში,
ჩემი განცდების პასუხი უპოვნელ იყო ფოთლებში, 
აღარც ყვითელნი, გამხმარნი, მიეწერებათ ცოდვებში,
12
და მთელი ღამე ბრწყინავდა ცისკრის ვარსკვლავის მჩრდილავი,
მასთან მთვარეც კი ბნელია, უძლურია და მტირალი,
გრძნობის კალაპოტს აღრმავებს ცრემლის მდინარე მდინარი,
წინ მიდიოდა, მივსდევდი, დღემდე მგონია სიზმარი,
13
ახლა სახლისკენ მივდივართ, მასში ფერია ვიცანი,
თვალს ვუსწორებდი, თან ვგრძნობდი მეწვოდა გულის ფიცარი,
დამშვიდობების დრო დადგა, დამცემია რა თავ-ზარი,
ხვალის ტკბილი რომ მეგონა, ყოფილა თურმე ნაცარი,
14
იმ ღამის ბოლო ღიმილი იყო უზომო ნუგეში,
ის ღამე იყო მეცხრე ცა, ვარდნა დამრჩა რა უბეში,
სანამ მის ზღვაში დავხრჩვილვარ, თავი მეგონა ბუდეში,
ყველამ სითბო რომ იპოვა, სევდა და მე  ვართ ქუჩებში,
15
ღამე ძილი არ მერევა, გულმა თეთრად გაათია,
ან რომელი დღე არის და ან რომელი საათია,
მტრედმა სარკმელს შემოაგდო, სიყვარულის ბარათია,
მიჯნურობა ასეთია, მისი წესი-ადათია,
16
თან დამყვება, არ ნებდება წითელკაბა დედოფალი,
ყოველ მისსა დანახვაზე მეკიდება ცხელი ალი, 
მისი მსგავსი მზეც არ არის, ქალთა შორის არის ქალი,
და ფარფატის მომყურემა, სიყვარულ ვერ მოვიკალი,
17
მკერდში ტკივილი ვიგრძენი, გული
მუცელსა ვარდნილა,
ტრფობა რომ იდუმალ იყო, ახლა ფარდაგი ახდილა,
სურვილმან მასთან ყოფნისა ყველა სურვილი დაჩრდილა,
გულისპირ ცეცხლი შემინთო, დამიღამა რა
მან დილა,
18
მისი გულ-ეშხი მწადია, გადამიცურავს ამური,
მისი ფარფატი, სინაზე და სათნოება ქალური,
მისი ტრფობა რა ცხადია, არა იყო რა ფარული,
შემრჩა არა რა მე ბოლოს, ოცნებებია ბზარული,
19
გულის სწორობა რთულია, რთულადაც აღიწერების,
ზოგნი გრძნობანი ისეა, სიტყვად ვერ დაიწერების,
ხანაც ერთბაშად აგიტაცს, ნელნელა დანაწევრდების,
უძლეველია ტკივილი მზისა მის ნატიფ-ნადების,
20
სცნო სიკეკლუცე ძნელია, მერმე და მერმე გაგყვების,
ერთხელაც თუ გამიჯნურდი, საფლავის შიგა ჩაგყვების,
მთავარია რომ გიყვარდეს, არას შიშობდე მარცხების,
როს დასჯერდები ნარცხებას, სიტურფე მაშინ წარცხების,
21
ახლა რომ მკლავდე გეტყოდი სანუკვარსა რა ნატვრასა,
გეტყოდი: ერთხელ მანახე, მოუსწრაფე ან ფატვრასა,
სხვა არა მინდა ამქვეყნად, არ ჩავვარდები განსჯასა,
ერთხელ მაცხოვრე ის ღამე, ვარ მერე ღვთისა ზრახვასა,
22
შენს ხსენებაში ლალებზე კურცხალი გადმოვარდნილა,
შენი ნახატი პირ-სახე ფიქრებში ამოვარდნილა,
ცა სიყვარულსა ბარდნიდა, წამწამებსა რომ
ვარდნილა,
ჩემს გულში ისევ იჭექა, ელვა რა ჩამოვარდნილა,
23
არა ყოფნის რა დროება გულისა ცხელ განელებას,
მხოლო იმატებს ტკივილი, ამწარებს გადაბერებას,
მხოლოდ მზეთა მზე უშველის მკერდისა განამთელებას,
ეს ლექსი მხოლოდ მისია, მას ვუძღვნი ყველა-ფერებას,
24
სამას სამოცდამეხუთე თხუთმეტ დეკემბერს შესრულდა,
ოთხში ერთია ეს წელი, ერთი დღით მეტი ზე-სრულდა,
ამა ღამიდან დღეს ერთი მზის სიარული გზა-სრულდა,
სამას სამოცდაექვსი დღე და წელიწადიც დასრულდა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი