ზამთრის ჩუმი ღამე (გალაკტიონმა მომცა კალამი)


დღესაც ისე დაღამდება
ბნელდება ცის კამარა,
ღამე ნაზად ეფერება
შავ გუნების ამარა,

თითქოს ცაზე ღრუბლებს
ისევ ცრემლი მოსდგომიათ,
მთვარე ისევ მარტო არის,
ისევ ობოლია,

და მეც იქვე, სადღაც ახლოს,
ვარსკვლავების იქით,
მოწყვეტილი, ცის ტანობზე
“მსუბუქ სიზმარივით”,

ისევ მთვრალი, ჭიქით ხელში,
ვამბობ სადღეგრძელოს,
კაცმა უნდა სიყვარული
მუდამ ადღეგრძელოს!

უკვე თუნდაც ზღაპარია 
მე შენ ისევ გელი,
სიყვარულის სიმღერებით
შენზე ისევ ვმღერი,

სარკმელს იქით ისევ მოსჩანს
შენი თეთრი სახე,
და მეც მთელი აღტაცებით
მისკენ გავემართე,

ვარსკვლავეთი მოვიარე
მაინც ვერსად გპოვე,
უკან მაინც წამიყვანე
მარტოკა ნუ მტოვებ,

სანთელს ვანთებ და ვლოცულობ
ვესალმები ხატებს,
ასე წყნარად ღამდებოდა 
ზამთრის ჩუმი ღამე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი