მაისი
სადღაც ახლოს, მაისის ქარს ისევ მიაქვს მწველი სევდა, სადღაც მიჰქრის ის ფიქრებიც ცისფერ ფარდად რომ მისდევდა, წვრილ წვეთებად, უხვად მაწვიმს, ვდგავარ სველი, ფანჯრებს ვწმინდავ, ვფიქრობ მასზე რუდუნებით: ის არ დადის, ის დაფრინავს, ისე მკაცრი, როგორც ქარი, მისტიური, როგორც მითი, ლამაზი და მოხდენილი, დედოფალი ნეფერტიტი, სადღაც ახლოს, მისი მესმის, ისე მესმის, ვითარც ქნარი, გადაყვითლდა ქვეყანა და გამიღიმა ისევ …-მ და მეც თითქოს ავჰყევ ამ ხმას, ვიყო მიჯნურ ნოტებისა, თითქოს ვიგრძენ აღმაფრენა, სამოთხისკენ საუბრისა, მეცხრე ცაზე, მეცხრე ღრუბელს, თეთრად თოვლი დაუდია, კაბადონზე გადაშლილა “ღვთაებრივი კომედია”, ვითარც გედნი ისე ნაზად მივფარფატებთ სამოთხისკენ, სანამ ცივმა ქარმა ისევ დაუბერა სამხრეთისკენ, ბელზებელი ატრიალებს ცხელ ქვაბებში სისხლის მორევს, ბნელეთს ცეცხლად ანათებდა ესალმება ცოდვის მონებს, როგორც ჩანს მეც ისევ აქ ვარ, ისევ ჩემს რიგს ველოდები, ბევრი აღარც დარჩენილა, ეშმაკს არ შევეცოდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი