საიდუმლოდ


შენზე წერა საიდუმლოდ მერჩის,
არავნ იცის აქ, გულში, რომ მყავხარ,
სულ არასდროს მტოვებ, ზიხარ შენთვის,
შენ სანატრელ გაზაფხულსა ჰგავხარ,

მერე რა, რომ ჩვენი სხივი ჩაქრა,
შენს წერილებს დავატარებ ჯიბით,
მერე რა, რომ სიყვარული გაქრა,
წინ ხარ მაინც სხვებზე ერთი ბიჯით,

მაჭარივით ტკბილ-მჟავე ხარ თითქოს,
ამღვრეული ჯამი მოგონების,
ღვინოც არ ხარ, რომ მაძლევდე სითბოს,
შენ ვარდი ხარ მაინც გოგონების,

არ ვმიჯნურობ, მაინც მინდა გიძღვნა,
და ვერ ვხვდები, რა მთხოვს ვწერო შენთვის,
მაინც მინდა მაგ შენს თმებს რომ ვუძღვნა,
ისე, სხვას რომ არავის არ ეთქმის,

ნუთუ, თვალებს ვერ ვივიწყებ, თვალებს?!
უსათუოდ დამიტოვა დაღი,
ცაში ვხედავ შენს ლალისფერ წაღებს,
აქაც შენი ღიმილია ლაღი,

შენ ხომ სახით აგელოზებს ჰგავხარ,
ხარ უნაკლო, ვით სამოთხის ბაღი,
ამ ბოძებზე დაკლაკნილ ვაზს ჰგავხარ,
სწორი კისრით, მხრებზე ამ ღრმა თაღით,

ღმერთმა ხელით გამოგჭედა ალბათ,
და ქალღმერთის ქანდაკება შექმნა,
სული გიძღვნა, გვასაჩუქრა ალბათ,
სულ ამაყობს იმით, შენ რომ შეგქმნა,

არ ვმიჯნურობ, მაინც მინდა გიძღვნა,
და ვერ ვხვდები, რა მთხოვს ვწერო შენთვის,
მაინც მინდა მაგ შენს თმებს რომ ვუძღვნა,
სახის ნაკვთებს ჩანჩქერივით ერთვის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი