სექტემბრის ბროწეული
ნიავ შემდგარა ფანჯრებზე ბზუის, მინდორ გადარბის ცხენების რემა, გარეთ დამდგარა ოქტომბრის სუნი, უკან მოგვსდევდა ფოთლების ცვენა, როგორც ტყეშია პატარა სახლი, როგორც მთაშია ფითქინა ნისლი, ვითარც ეს შეშა დაუცდის ფითილს, ხეზე დამჯდარა, ახლა მე მიცდის, როგორ დაზრდილან ბროწეულები, თითქოს მათში ხარ, მესაუბრები, წითელ წვეთებში უკან დაგსდევდი, მერე ჩერდები, გესაუბრები, და გრძელდებოდა ფოთლების წვიმა, არ იძვრის მაგრამ ოცნების გემი, და გაიჟღერა გიტარის სიმმა, ახსენდებოდა ივნისის სენი, ცაში ტრიალებს ყვითელი ფერი, ერთად მღეროდნენ ცაცხვი და თელი, სიო სათუთი, გრილი და ბრძენი, თვალებს გიფარავს გიშერი თხელი, დაიწყო წვიმაც, ჭექა და თქეში, გავჭრილვარ მინდვრად, გავმხდარვარ ლეში, ვყოფილვარ თითქოს ედემის ბაღში, ტოტები ვაშლის დაზრდილან თმაში, როგორ დაზრდილან ბროწეულები, თითქოს მათში ხარ, მესაუბრები, წითელ წვეთებში უკან დაგსდევდი, როცა მოგსდევდი, ამირიდებდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი